
ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი
დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი
განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის
ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო
მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და
მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო,
რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა
ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ
ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ,
ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც
ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით
გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და
აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი.

ევროპულმა ტანსაცმელმა რომელმაც საქართველოში მეცხრამტე საუკუნის მეორე
ნახევარში მოიკიდა ფეხი, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გაბატონებულ
მდგომარეობას მიაღწია. დღეს ქართველები ჩაცმულობის მხრივ ორიგინალური და
ინდივიდუალური სტილის მიმდევართა რიცხვში ითვლებიან. ალბათ ეს განაპირობებს
იმასაც, რომ მსოფლიოს ცნობილ დიზაინერთა შორის თითო-ოროლა ქართველი უკვე
გამოჩნდა. უშუალოდ საქართველოში კი ტანსაცმლის დიზაინზე არაერთი
წარმატებული დიზაინერი მუშაობს.
No comments:
Post a Comment